ბროწეულები სველი

ბროწეულები სველი.
ტანზე თიბათვის ცეცხლი.
უშენოდ ყოფნა ძნელი
ვერგაძლებით და ვერთქმით…
შუაღამისას თავსხმა,
გამნელებელი წყენის.
ჩუმად მოთმენა, ართქმა –
უშენოდ ყოფნის, ძნელის…
სადღაც წკრიალი ვერცხლის,
ტკივილი – ყველა მკვლელი.
უეცრად სულში ცეცხლი
სიზმრის ახდენას მშველის…
ნაცვლად ტკვივლის დიდის,
ჯილდოდ ამდენი თმენის,
შენი ღიმილი – მშვიდი,
შენი თვალები – მწველი…
წვეთებით სავსე პეშვი.
ბროწეულები სველი.
ჩემი ტუჩები მრეში.
ურჩი ხელები შენი…
უსიტყვო ნატვრა ძველი –
არ გათენება ხვალის…
ბროწეულები სველი.
ჩვენ თიბათვის მზით მთვრალი…

კალგოტკა

მთვრალი ვარ გახხეული, ცხოვრებით დარხეული
ხელს მიშლის სხეული თითქოს სხვისია,
კალგოტკა გახეული, სიტყვები გაბედული,
არ ვიცი რა მოხდა და ბრალი რისია.
კარები დაკეტილი, ფრაზებიც გაცვეთილი
არავინ მიმიღებს თვალი მაქვს წასული.
სიგარეტს ვაბოლებ და ბოლით გაყროლებ,
გინებას ვაყოლებ კარებიც ღიაა,
შევდივარ ოთახში, კალგოტკას ვიკერავ
მხოლოდ კალგოტკას სხვა რამეს კი არა.
ისა ვარ რაცა ვარ, ხან დიდი ზღვაცა ვარ,
ხან დიდი ნაბიჯით დავდივარ კარდაკარ.
გულწრფელი გახლავარ
სიყვარულს გაჩუქებ,
გახეულს არ ვმალავ, შავ ძაფზე გაწუხებ.
ნემსები ქუჩაში ათასი აგდია,
რა ზომის რა ფორმის, კაცია ქალია.
სულებიც სანემსედ ნელნელა აქციეს
არა მსურს გავექცე ცხოვრების მარწუხებს,
შავ ძაფსაც მიმალავ.
მთვრალი ვარ არეული, კალგოტკა გახეული,
სხვაგან გადავუხვევ, თვალებ ახვეული.
ასე მირჩევნია რაცა ვარ ეგა ვარ
არავის ვედრები არავის არ ვგავარ.
ქუჩაში არავინ არ დადის ჩემსავით
მთლად გადარეული გზასაც არ ვნებდები.
რა უცებ ღამდება მაგრად მაქვს დარხეული,
სახლამდე მიმიყვანს კალგოტკა გახეული.

სადა ვარ?!

სადამდე გავყვები ცხოვრების ბილიკებს უცრემლოდ გიჟივით,
არ მინდა გამიშვით, გითხარით! გამიშვით, არ იცდის
ეს ოხერი დრო, გარბის და არავის არ გვიცდის.

სადამდე ვიქნები ასეთი, ცრემლიც არ მერევა ლოდინით
დარდები დამესივნენ ჭიანჭველებივით, მომაშორეთ
და ტანზე შემომფინეთ წითელი ვარდები.

პოლიტიკაზე არ ამამეტყველოთ- ვერ ვიტან სპექტაკლებს
ჩემია სამყარო დავკარგავ ყველაფერს,
სინანულს მოვასწრებ.

მე დავლევ საწამლავს და მერე ვინანებ,
მაგრამ დრო იქნება სადღაც შორს წასული
გამოსწორება გვიანია ვერ დავაბრუნე წარსული.

სადამდე გავყვები ცხოვრების ბილიკებს უცრემლოდ გიჟივით
და აი თვალები დასველდნენ იდიოტს არ ვგავარ
მაგრამ ვერ გავიგე და იქნებ თქვენ მითხრათ სადა ვარ?!

სამშბლოვ ტკბილო

ვერ გიხსნი სიყვარულს სიტყვები არ მყოფნის, არც მიჭრის კალამი,
გლეხივით ვთესავ-სიკეთეს, სითბოს და სინაზეს,
რამდენიც არ უნდა გვებრძოლოთ , დაუშვათ ალამი,
არასდროს არ გავცვლით სამშობლოს ჩვენ მტრების ჯინაზე.
მთელი სამყარო, დედამიწის კუთხე-კუნჭული,
რომ დაიარო ვერც ერთ მხარეს შეადრი ჩვენსას,
რამდენიც უნდა მოესიოს მტერი ურჯულო,
არ დაეცემი და ეს გულიც შენითა ფეთქავს.
შეგიგრძნობ ყოველ წამს და საათს შენით ვიქნები.
ათასჯერ მაინც გაჩეხილი დგანან ხეები,
რაც უნდა მოხდეს შენს სიყვარულს ფიალით შევსვამ
და შენი ხილვით არასოდეს არ დავიღლები.
არ მიჭრის მუზა მოგეფერო, გითხრა სათქმელი,
ჩემს თვალზე ცრემლი თერგის ღრიალს უფრო მიაგავს
ასეთი თბილი, სამშობლოსთვის თავგანწირული,
ქართველის გარდა მე არავინ არსად მინახავს.
ჩვენი ქვეყანა წილხვედრია ღვთისმშობელ ქალის
კალთა გიფარავს, გეალერსო მინდა ყოველთვის
შენს გაბრწყინებას, გალაღებას სამშობლოვ ჩემო,
უკვე წელია 22 მე რომ მოველი.
თითქოს ფრაზებიც გამიცვდა და ვეღარ გიყვები,
ზურგით ვატარებ სიყვარულით გავსებულ გუთანს
საქართველოა ერთადერთი წმინდა ქვეყანა,
სამშობლოვ ტკბილო ჩემი გული შენითა სუნთქავს

ფერადი ბუშტები

შევღებე ფერადად ბუშტები,
თითოეულს დავარქვი სახელი
ვარდისფერს მე ვეტრფი ჩემია
ჩემს თავს კი მე შენი დავარქვი.
ცისფერი ცისაა იცოდე
ყვითელი – ყვითელ მზეს ვაჩუქე
თუ ვერ შეგახვედრე ბუშტები
გპირდები ჩემს კოცნას გაჩუქებ.
იისა გაზაფხულს მოუხდა
მწვანეც მისი არის ნამდვილად
ზღვისფერი ზაფხულმა წამართვა
გაიცინა და გაიქცა.
ყავისფერს ვერ გკადრებ მუქია
უთუოდ არც შავი გიხდება,
თეთრი სამყაროს შუქია
წითელი სიყვარულს უხდება
ცეცხლისფერს ჩაიცმევს ატამი
ლურჯი კი დავუთმე მეგობარს
ალბათ სიხლისფერს გაჩუქებდი
მეორეს რომ არ ეთხოვა.
ბუშტები ცის კიდეს ეწვივნე
ფერები ვერც ერთი გარგუნე
ცაზე ცისარტყელას მოგიწყვეტ და
ჩემს გულთან ერთდ გაჩუქებ

მუზა

შუაღამეა ისევ მუზამ მომხვია ხელი,
შენს ნაცვლად ისევ კალამს ვახებ მზით გამთბარ ხელებს,
მე თეთრ ფურცლებზე შავად ვაქსოვ სიყვარულს ფერადს,
სულის სიღრმეში ავამღერებ ფერებით ბგერებს,
შუაღამეა , ისევ შენთან მომინდა ძილი,
ძილმა უარმყო და საჩუქრად სიბნელე მომცა,
ო როგორ მინდა გიხუტებდე უსაზღვროდ გულში,
ო როგორ მინდა მაგ ტუჩბზე სათუთად კოცნა.
შუაღამეა მუზა ისევ ჩემთან ჩემშია,
უშენო ღამეს თითქოს მივსებს ანათებს თეთრად,
აისის დროა და ეს ღამეც უსიტყვოდ მტოვებს,
იქნებ ჩვენ შევძლოთ გაღვიძება აისთან ერთად…

24 საათი

24-საათია, ღამეა უტყვი,
სიბნელემ შთანთქა რაც ქონია ნათელი მთვარეს,
24-ე საათია გელი და გნატრობ,
ღიას გიტოვებ ჩემი გულის და სახლის კარებს
24-ე წამი არის და ვწერე ლექსი
და ამ წამებში გაიფანტა ეს მოლოდინი,
იკვე რამდენჯერ დამიღამდა უშენოდ მარტო,
უკვე რამდენჯერ უშენობა გადავიგლოვე.
ეს მერამდენედ ამივსია ჭიქები ღვინით,
რამდენჯერ მე შენს მოლოდინში ვიქეც სიმთვრალედ
ნუთუ არ გახსოვს რომ გვიყვარდა ბავშვივით ჩუმად
მოსაფერებლად რამდენი გზა გამოვიარეთ.
ახლა ლოდინმა ჩემგან მუზა ისევ გააგდო
და ამერია თითქოს ლექსში რასაც ვმღეროდი
გულში ტკივილის სიმმა ისევ გამოჰკრა სამჯერ,
25-საათია ისევ გელოდი.
სიგიჟემ ჩემგან მოლოდინიც სადღაც გაუშვა
და დამრჩა მხოლოდ მოგონება გულში სიმწარედ
დრო გამეპარა გათენდა და უცბათ დაღამდა
24-ე საათია გელი მეორედ